11 მარტი 2011 წელი

დიდი ბრიტანეთის სურსათისა და გარემოს კვლევის სააგენტოს (FERA) წამყვანმა სპეციალისტმა მოლეკულურ ბიოლოგიაში რიჩარდ თუეითსმა საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე: ,,დიდი ბრიტანეთის სურსათისა და გარემოს კვლევის სააგენტოსა და შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიტოპათოლოგიის ინსტიტუტს შორის სამეცნიერო თანმაშრომლობა“. ექსპერტმა საერთაშორისო სამეცნიერო - ტექნიკური ცენტრის (ISTC) საპარტნიორო პროექტის (№G 1775p) ,,საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა: სამი მნიშვნელოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურის დაავადებისადმი გამძლეობის შესწავლა მოსავლიანობის მართვის გზების გაუმჯობესების მიზნით საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის სხვა ქვეყნებში“ შედეგები შეაჯამა. პროექტი დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროსა და გლობალური პარტნიორობის პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდება.