
საქველმოქმედო კონცერტი სამოქალაქო განათლების სასწავლო კურსის „დემოკრატიისა და მოქალაქეობის“ ფარგლებში გაიმართა. საგანმანათლებლო პროგრამა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით ხორციელდება. ამავე პროგრამის ეგიდით, 2012 წლის 3 დეკემბერს, სტუდენტებმა ბათუმის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრთან არსებული „დღის ცენტრის“ აღსაზრდელების დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტი ჩაატარეს. საღამოს ორგანიზატორებმა შემოსული თანხით უნარშეზღუდულ მოზარდებს საჩუქრები გადასცეს და ერთი ბავშვის რეაბილიტაციის კურსი მთლიანად დააფინანსეს.
უკან |