
კონკურსში მონაწილების მიღება შეუძლიათ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, სახელმწიფო და კერძო პროფესიულ სასწავლებლებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და პროფესიულ გაერთიანებებს. პირველ ეტაპზე მოხდება პროფესიული განათლების სექტორში არსებული მდგომარეობის ანალიზი, პრობლემების შესწავლა და საჭიროების გამოვლენა, რომლის შემდგომ ეტაპზე იგეგმება წარდგენილი პროექტების შეფასება და დაფინანსება. განაცხადები უნდა მოიცავდეს საინჟინრო-ტექნოლოგიურ (მშენებლობა, ტრანსპორტი, საინფორმაციო ტექნოლოგიები და ა.შ), სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის სფეროებს.
პროფესიული განათლების განმახორციელებელ ორგანიზაციებს საკონკურსო განაცხადები შეუძლიათ წარმოადგინონ:
1) წინადადებები შრომითი ბაზრის მოთხოვნის შესაბამისი ახალი საგანმანათლებლო პროგრამების შექმნის, არსებული პროგრამების განახლების, ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის ან არსებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გამუჯობესების მიზნით.
2) განაცხადები ადამიანური რესურსების გაძლიერების, პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებისა და დამსაქმებლებთან არსებული კავშირის გაღრმავების მიზნით.
უკან |