
ნახჭევანის სახელმწიფო უნივერსიტეტში განხორციელებული ვიზიტის ფარგლებში დაიგეგმა შემდეგი ღონისძიებები:
• ერთობლივი სამეცნიერო კონფერენციების (სიმპოზიუმები, ფორუმები) ჩატარება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ნახჭევანის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
• 2013 წლიდან ნახჭევანის, ყარსის და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტების ერთობლივი მონაწილეობით გაიმართება და ტრადიციად დამკვიდრდება საერთაშორისო სამეცნიერო ონლაინ კონფერენცია ,,ელექტრონული უნივერსიტეტი”.
• მხარეთა ინიციატივით, ქალაქ ბათუმში ჩატარდება და ტრადიციად დამკვიდრდება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე ,,ევროაზიური აზროვნება - ტრადიციები და თანამედროვეობა”.
• ბოლონიის პროცესის შესაბამისად, ორ უნივერსიტეტს შორის, ახალი სასწავლო წლიდან დაიწყება ბაკალავრიატის საფეხურის ინგლისური, გერმანული, ფრანგული და თურქული ფილოლოგიის სპეციალობის სტუდნტთა მობილობა.
• პარტნიორი უნივერსიტეტები უზრუნველყოფენ აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამების განხორციელებას. საწყის ეტაპზე პროგრამაში ჩაერთვებიან ინგლისური, რუსული და თურქული ფილოლოგიის სპეციალობის პროფესორ-მასწავლებლები. ასევე ჩატარდება ლექციები ონლაინ რეჟიმში.
• დაიგეგმა უნივერსიტეტების დღეეების ფარგლებში ქართველ და აზერბაიჯანელ სტუდენტთა ერთობლივი სასწავლო-სამეცნიერო, შემეცნებითი და სპორტული ღონისძიებების განხორციელება.
• უნივერსიტეტებს შორის გაღრმავდება თანამშრომლობა გამოცდილების გაზიარების და უნივერსიტეტების განვითარებაში მონაწილეობისათვის ფორმების განსაზღვრის მიზნით (გერონტოლოგია, არქეოლოგია, ისტორია, კულტურათაშორისი ურთიერთობები, მათემატიკა, სამედიცინო მეცნიერებები და ა. შ.).
• გააქტიურდება თანამშრომლობა ტურიზმის სფეროში. ტურისტული პოტენციალის გაცნობის მიზნით, ერთობლივი სამეცნიერო კონფერენციები და სტუდენტთა ტურები ჩატარდება აჭარისა და აზერბაიჯანის ტურიზმის დეპარტამენტებთან, ტუროპერატორებთან ერთად;
• ბოლონიის პროცესის შესაბამისად, მიმდინარე წლის ზაფხულში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ნახიჩევანის სახელმწიფო უნივერსიტეტის 9 სტუდენტი გაივლის სასწავლო/საწარმოო პრაქტიკას (3 სტუდენტი - არქეოლოგია, 3 სტუდენტი - ბიომრავალფეროვნება, 3 სტუდენტი - ტურიზმის მიმართულება).
• პარტნიორი უნივერსიტეტები შეთანხმდნენ სამეცნიერო სტატიების, შრომების, მონოგრაფიების, სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომების ერთობლივ რეცენზირებაზე.
უკან |