
აჭარის ა. რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აჭარის მთავრობის დაფინანსებით 2006 წლიდან ახორციელებს უცხოეთში სტაჟირების მიზნობრივ პროგრამას, რომელიც ემყარება ევროპის რეგიონთა ასამბლეის გაცვლით პროგრამას „ევროოდისეა“. სტაჟირება ხორციელდება ევროპის 8 ქვეყანაში: საფრანგეთი, ესპანეთი, ბელგია, შვეიცარია, პორტუგალია, გერმანია, იტალია და ავსტრია. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია უმაღლესი ან პროფესიული განათლების მქონე 18-დან 30-წლამდე ახალგაზრდას. პროგრამის ფარგლებში სტაჟირება სულ 80-ზე მეტმა მოქალაქემ გაიარა. 2012 წელს აჭარის მთავრობამ აღნიშნული პროგრამა დაფინანსა 40 000 ლარით და სტაჟირებას 15 ახალგაზრდა გაივლის.
2011 წელს აჭარის მთავრობის ინიციატივით შეიქმნა ,,განათლების ფონდი“, სადაც უცხო ენების შესწავლა შეუძლია აჭარაში მცხოვრებ ნებისმიერ მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან. 2012 წელს რეგიონის მუნიციპალიტეტებში არსებულ განათლების ფონდის ფილიალებში გაიხსნა კომპიუტერის შემსწავლელი უფასო კურსები.
2012 წელს სტუდენტებისა და უცხოეთში სწავლის მსურველთათვის დაიწყო 130 ქვეყანის 8 500 უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აღიარებული TOEFL-ის შემსწავლელი უფასო კურსები.
უკან |