9 ივნისი 2012 წელი

აჭარის მკლავჭიდის 2012 წლის ღია პირველობაზე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლებისა და მეცნიერებათა ფაკულტეტის სამკურნალო საქმის მეოთხე კურსის სტუდენტმა დარინა ცეცხლაძემ პირველობა მოიპოვა. შეჯიბრი 5 წონით კატეგორიაში ჩატარდა და მასში 80-მდე მკლავჭიდელი მონაწილეობდა. სპორტსმენმა გამარჯვება აბსოლუტურ წონით კატეგორიაში ევროპის ვიცე-ჩემპიონის მარინა ფუტკარაძის დამარცხებით მოიპოვა. გამარჯვებული უახლოეს მომავალში თურქეთში დაგეგმილ საერთაშორისო ღია პირველობაზე წარმოაჩენს საკუთარ შესაძლებლობებს.