1 ივნისი 2012 წელი

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე პატარებს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდნტებმა მიულოცეს. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტთა თვითმმართველობის მხარდაჭერით ახალგაზრდები ბათუმის №16 ბავშვთა ბაღისა და ურეხის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს ნაყინითა და ტკბილეულით გაუმასპინძლდნენ. ბავშვთა დაცვის დღე 1949 წელს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააწესა და 1950 წლიდან ყოველწლიურად, 1 ივნისს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღინიშნება.