24 მაისი 2012 წელი

,,იყავი ბრიტანეთის ნაწილი“- ამ სახელწოდებით ინგლისური ენისა და ლიტერატურის სპეციალობის სტუდენტებმა ბრიტანული კულტურის საღამო მოაწყვეს. ახალგაზრდებმა ინგლისურ ენაზე ბრიტანეთის ისტორიის, ლიტერატურისა და კულტურის შესახებ ინტელექტუალურ-შემეცნებითი თამაშები და სლაიდშოუ წარმოადგინეს. ასევე შეასრულეს შოტლანდიური ცეკვები, ცნობილი ბრიტანული სიმღერები და თეატრალიზებული წარმოდგენები. სტუდენტური პროექტი -,,იყავი ბრიტანეთის ნაწილი“ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის ორგანიზებით განხორციელდა და ბრიტანული კულტურის პოპულარიზაციას ისახავდა მიზნად.