
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორატმა, სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგეს. ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების 67-ე წლისთავი მიულოცეს, 1941-1945 წლებში ბრძოლის ველზე დაღუპული გმირები გაიხსენეს და მემორიალი ყვავილებით შეამკეს. მეორე მსოფლიო ომში 700 000-ზე მეტი ქართველი მონაწილეობდა.
უკან |