4 მაისი 2012 წელი

სტუდენტური თვიმმართველობისა და სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის ორგანიზებით ბათუმის რეგიონალური სამეცნიერო კონფერენცია „ეროვნული უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევები და ტენდენციები“ ჩატარდა. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლების, სტუდენტების და ინფორმაციული უსაფრთხოების კვლევებისა და ანალიზის ცენტრის წარმომადგენლებმა მოხსენებები სახელმწიფო ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე წარმოადგინეს. კონფერენციაზე ისეთი მნიშვნელოვანი თემები განიხილეს, როგორიცაა: უსაფრთხოება და თანამედროვე გამოწვევები, ეროვნული უსაფრთხოება, კიბერუსაფრთხოება ეროვნულ უსაფრთხოებასთან მიმართებაში და ყოველდღიურ ცხოვრებაში. სამეცნიერო სესიის ფარგლებში მრგვალი მაგიდა მოეწყობა.