20 აპრილი 2012 წელი

20-23 აპრილს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და კავკასიის ფონდის ორგანიზებით ქალაქ თბილისში სტუდენტთა I საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა თემაზე: ,,კავკასია, როგორც ერთიანი კულტურული და ეკონომიკური სივრცე”. კონფერენციაში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის მენეჯმენტის სპეციალობის მე-3 კურსის სტუდენტები - ანა გურული (თემა: ,,საქართველოს ეკონომიკური ინტერესები კავკასიის რეგიონში გლობალიზაციისა და კონკურენტუნარიანობის კონტექსტში“, მეცნიერ ხელმძღვანელი ასისტ.პროფ. ბადრი გეჩბაია); გუგული თურმანიძე და მზია დავითაძე (თემა: ,,საქართველოს ეკონომიკური ინტეგრაცია ცენტრალურ კავკასიაში” მეცნიერ ხელმძღვანელი ასოც.პროფ. ანზორ დევაძე) მონაწილეობდნენ. ბსუ-ს სტუდენტები კომპეტენტურმა ჟიურიმ ფულადი პრიზითა და ფასიანი საჩუქრებით დააჯილოდოვა.