რეგიონული სემინარი ტექნოლოგიების გადაცემის საკითხებზე

სურათიინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმო/WIPO) და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით თბილისში, სასტუმრო ,,ჰოლიდეი ინში”, 11-12 აპრილს რეგიონული სემინარი გაიმართა. მსოფლიოს 18 ქვეყნის წარმომადგენელებმა გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში ტექნოლოგიების გადაცემის პრობლემების შესახებ იმსჯელეს. სემინარში შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში, ასოცირებული პროფესორი ნათია წიკლაშვილი და სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი ლილით მელოიან-ფუტკარაძე მონაწილეობდნენ. ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმო/WIPO) და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელებთან კონსულტაციების შემდეგ დაისახა მჭიდრო თანამშრომლობის მიმართულებები, რომელიც ხელს შეუწყობს ბსუ-ს მეცნიერებისა და პროფესორ-მასწავლებლების კვლევების პოპულარიზაციასა და კომერციალიზაციას.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა