30 მარტი 2012 წელი

პეტრე სარაჯიშვილის სახელობის ნევროლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელმა ალეკო ჭიკაძემ ღია ლექცია წაიკითხა თემაზე: ,,ძილის აპნოეს სინდრომი: დიაგნოზი და მკურნალობა“. ცნობილმა მეცნიერმა შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს ძილის აპნოეს სინდრომის გამომწვევი ფაქტორები, მასთან ასოცირებული გართულებები და ძირითადი სიმპტომები გააცნო.