
დაფინანსებული სტუდენტების რაოდენობა ფაკულტეტების მიხედვით:
• განათლებისა და მეცნიერების ფაკულტეტი - 21 სტუდენტი;
• სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი - 11 სტუდენტი;
• ტურიზმის ფაკულტეტი - 3 სტუდენტი;
• საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტი - 9 სტუდენტი;
სოციალურად დაუცველი, წარჩინებული სტუდენტების დასახმარებლად სტუდენტთა მხარდაჭერისა და მომსახურების სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა საქველმოქმედო კონცერტი. პროფესორ-მასწავლებლებისა და ადმინისტრაციის შემოწირულობით შეგროვდა 7 420 ლარი, ხოლო სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით - 1 445 ლარი. შემოსული თანხით დაფინანსდა 15 სტუდენტის სწავლის საფასური.
უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის ავთანდილ ბარათაშვილის მხარდაჭერით დამატებით დაფინანსდა 10 000 ლარის ოდენობით 15 სტუდენტის სწავლის საფასური.
სულ 74 სტუდენტმა მიიღო სასწავლო სოციალური გრანტი.
უკან |