27 მარტი 2012 წელი

ფრანკოფონიის საერთაშორისო დღის ფარგლებში შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში შვეიცარიული ჯგუფ ,,Aliose”-ის კონცერტი გაიმართა. ჯგუფის წევრებმა ფრანგული შანსონისა და ტრადიციული როკის გაერთიანებით შექმნილი მუსიკა შეასრულეს. კონცერტს სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად საქართველოში შვეიცარიის საელჩოს წარმოამდგენლები ესწრებოდნენ. საქართველოში შვეიცარიის ელჩის მოადგილემ ანიტა შლუხტერ როტიმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებას საჩუქრად ფრანგულენოვანი წიგნები გადასცა.