23 მარტი 2012 წელი

შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური თვიმმართველობის შუალედური არჩევნები გაიმართა. კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამების 36 სტუდენტმა და 7 მაგისტრანტმა გაიარა. რსუ-ს ცენტრალური საარჩევნო კომიის გადაწყვეტილებით სტუდენტური თვიმმართველობის მანდატი 32 პირველკურსელმა მოიპოვა. ასევე ჩატარდა სტუდენტური თვიმმართველობის თავმჯდომარის არჩევნები. თავმჯდომარეობის კანდიდატს, განათლებისა და მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტს უჩა აბრამიშვილს 73 ამომრჩევლიდან 70-მა დაუჭირა მხარი.