საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალური რეფერალური ლაბორატორიის დირექტორი ანა ჟვანია და ამერიკის ვოლტერ რიდის საჯარისო კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი არტურ ლიონსი შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ალიოშა ბაკურიძეს, სამეცნიერო ცენტრის მკვლევრებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდნენ. სამეცნიერო ცენტრის მიმართულებების ხელმძღვანელებმა სტუმრებს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შედეგები წარუდგინეს. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განისაზღვრა სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები, დაიგეგმა ერთობლივი სამეცნიერო კვლევების წარმოება და ერთობლივი პროექტების განხორციელება. რსუ-ს დოქტორანტებს ცენტრის ბაზაზე ტრენინგები და სასწავლო კურსები ჩაუტარდებათ. უახლესი აპარატურითა და ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქართულ-ამერიკული ლაბორატორია ერთადერთია კავკასიაში და მიზნად ისახავს რეგიონში საერთაშორისო პარტნიორობის გაძლიერებასა და ინფექციური დაავადებების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლას.
უკან |