9 მარტი 2012 წელი

სოციალურად დაუცველი, ობოლი, დევნილი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტების სწავლის დასაფინანსებლად სააქტო დარბაზში ტრადიციული საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა. საქველმოქმედო საღამო შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურის ცენტრის, პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების ხელშეწყობით ჩატარდა. ღონისძიებაში უმაღლეს სასწავლებელთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი „ტბეთი“, მხიარულთა და საზრიანთა ნაკრები „კარიკატურა“, ვაჟთა ფოლკლორული და გოგონათა ვოკალური ანსამბლები მონაწილეობდნენ.