
ბსუ-ში 2025-2026 წელს განსახორციელებელი მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი
პროექტების შესარჩევი კონკურსის შედეგები
საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით:
1) „LPL გენის (HindIII, Ser447Ter) გენოტიპების ასოციაცია კარდიოვასკულარულ დაავადებებთან“, ხელმძღვანელი/მენეჯერი - ბსუ-ს საბუნებისმტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის პროფესორი რუსუდან ხუხუნაიშვილი.
მათემატიკა, კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით:
1) ,,მართვის თეორიის საკითხები არალოკალური საკონტაქტო სასაზღვრო ამოცანებისთვის და ამოხსნის რიცხვითი მეთოდები“, ხელმძღვანელი/მენეჯერი - ბსუ-ს ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ვახტანგ ბერიძე;
2) „ლაზერით ინდუცირებული პლაზმის (LIP) კვლევა მაღალი გარჩევადობის სპექტროსკოპიული ანალიზის საფუძველზე: მეთოდოლოგია, აპარატურული ინტეგრაცია და გამოყენება“, ახალგაზრდა მკვლევარი, ხელმძღვანელი/მენეჯერი - ბსუ-ს ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის მოწვეული უფროსი მასწავლებელი ჯაბა შაინიძე;
ინჟინერიის, ტექნოლოგიების მიმართულებით:
1) „ელექტროლიზური ტექნოლოგიების გამოყენებით მცენარეული სამრეწველო ნარჩენებიდან პექტინების ექსტრაქციისა და გამოლექვის პროცესების კვლევა/ოპტიმიზაცია“, ხელმძღვანელი/მენეჯერი - ბსუ-ს აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი ავთანდილ ცინცქილაძე;
აგრარული მეცნიერებების მიმართულებით:
1) „დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში გავრცელებული ხურმის ძირითადი დაავადებების შესწავლა დღევანდელი კლიმატური ცვლილებების ფონზე“, ხელმძღვანელი/მენეჯერი - ბსუ-ს ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელი (სოფლის მეურნეობის აკადემიური დოქტორი, 2009 წ.) ნანა ჯაბნიძე;
2) „მოცხარის ველურ სახეობებსა და ჯიშებზე გავრცელებული დაავადებების გამოვლენა აჭარაში’’, ახალგაზრდა მკვლევარი, ხელმძღვანელი/მენეჯერი - ბსუ-ს ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელი ქეთევან მემარნე;
ეკონომიკისა და ბიზნესის მიმართულებით:
1) „თანამედროვე სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევები მაღალმთიან რეგიონებში, მათი დაძლევის გზები (აჭარის ა/რ-ის მაგალითზე”, ხელმძღვანელი/მენეჯერი - ბსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი მურმან ცეცხლაძე.
2) „უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორების ანალიზი აჭარის ა/რ-ის მაგალითზე“, ახალგაზრდა მკვლევარი, ხელმძღვანელი/მენეჯერი - ბსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი თამარ ფოლადაშვილი.
ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით:
1) „შეპირისპირებითი ლინგვისტური კულტუროლოგია (ქართული, ინგლისური, ფრანგული და გერმანული ენების ბაზაზე)“, ხელმძღვანელი/მენეჯერი - ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი ირინე გოშხეთელიანი;
სოციალური მეცნიერებების მიმართულებით:
1) „სწრაფი მართლმსაჯულების პრობლემატიკა აჭარის რეგიონის მაგალითზე“, ხელმძღვანელი/მენეჯერი - ბსუ-ს იურიდიული და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ომარ ფარტენაძე;
მედიცინისა და ჯანმრთელობის მეცნიერებების მიმართულებით:
1) „ფარისებრი ჯირკვლის კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის გაუმჯობესება: კალციტონინის კვლევის ინტეგრაციის პერსპექტივა TI-RADS სისტემაში“, ხელმძღვანელი/მენეჯერი - ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი თამარ პეშკოვა;
2) „წყლის მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების შესწავლა ბათუმის სტომატოლოგიური სერვისების მომწოდებელი დაწესებულებების სტომატოლოგიურ დანადგარებში“, ახალგაზრდა მკვლევარი, ხელმძღვანელი/მენეჯერი - ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი ფრიდონ ჯაფარიძე;
ტურიზმის მენეჯმენტის მიმართულებით:
1) „კრიზისების მიმართ საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის გამძლეობის ანალიზი“, ხელმძღვანელი/მენეჯერი - ტურიზმის ფაკულტეტის პროფესორი პაატა ჩაგანავა.
ინტერდისციპლინური კვლევების მიმართულებით:
1) „სამხრეთ კოლხეთში - აჭარაში ველურად მოზარდი შეუსწავლელი და ნაკლებად შესწავლილი საკვები მცენარეების ბოტანიკური და ფარმაკოგნოსტური შესწავლა“, ხელმძღვანელი/მენეჯერი - ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ეთერ ჯაყელი.
უკან |