
ბსუ-ს ირანის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ეწვივნენ. ბათუმში ირანის ისლამური რესპუბლიკის საკონსულოს, ვიცე-კონსული სეიედ მოჰამად მუსავი და საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს მრჩეველი კულტურის საკითხებში, მაჰდი საადათნეჟადი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, ტიტე აროშიძე შეხვდნენ. მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე დაიგეგმა ერთობლივი სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტებისა და გაცვლითი პროგრამების განხორციელება. შეხვედრას ბსუ-ს რექტორის მოადგილეები - მერაბ ხალვაში და თამარ სირაძე ესწრებოდნენ.
უკან |