
ბსუ-ს ვანაძორის სახელმწიფო უნივერსიტეტის დელეგაცია ეწვია. ჰოვანეს თუმანიანის სახელობის ვანაძორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, რუსტამ საჰაკიანი, სომხეთის რესპუბლიკის გენერალური კონსული ბათუმში, ნარინე მათოსიანი და ვანაძორის მუნუციპალიტეტის ხელმძღვანელის მრჩეველი, არმან ბერნეციანი ბსუ-ს რექტორს ტიტე აროშიძეს შეხვდნენ. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტები განსაზღვრეს და ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე შეთანხმდნენ.
ვიზიტის ფარგლებში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ტიტე აროშიძემ და ჰოვანეს თუმანიანის სახელობის ვანაძორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა რუსტამ საჰაკიანმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ხელშეკრულება ითვალისწინებს სასწავლო-საგანმანათლებლო და სამეცნიერო მიმართულებით უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას. პროფესორ-მასწავლებლების, მკვლევრებისა და სტუდენტების გაცვლითი პროგრამების ამოქმედებას, ერთობლივი კონფერენციების, საზაფხულო სკოლების, სიმპოზიუმების, სემინარებისა და კულტურული ღონისძიებების ჩატარებას.
შეხვედრას ბსუ-ს რექტორის მოადგილეები - მერაბ ხალვაში და თამარ სირაძე, ასევე სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი მარინე გიორგაძე ესწრებოდნენ.
უკან |