ბსუ-მ ცუკუბას უნივერსიტეტის (იაპონია) დელეგაციას უმასპინძლა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ტიტე აროშიძემ ცუკუბას უნივერსიტეტის (იაპონია) დელეგაციას უმასპინძლა. შეხვედრა უნივერსიტეტებს შორის პარტნიორობის გაღრმავებასა და საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლას ითვალისწინებდა. რექტორმა დელეგაციის წევრებს უნივერსიტეტის იაპონისტიკის მიმართულების განვითარების პერსპექტივები გააცნო და აკადემიური თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. შეხვედრის ფარგლებში, ბსუ-ს წარმომადგენლებმა სტუმრებს უნივერსიტეტის ისტორია, საგანმანათლებლო პროგრამები და კვლევითი მიმართულებები გააცნეს.

ცუკუბას უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, იუსუკე კაჯიამამ, შეხვედრაზე პარტნიორობის გაძლიერების მიზნით, ორი სამეცნიერო პროექტი წარადგინა, რომელთა ფარგლებში იგეგმება სტუდენტთა მობილობა, ერთობლივი კვლევითი პროექტებისა და აკადემიური გაცვლითი პროგრამების განხორციელება. ამასთან, მხარეებმა განიხილეს მემორანდუმის გაფორმების შესაძლებლობა, რაც თანამშრომლობას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.

ცუკუბას უნივერსიტეტი, რომელიც 1973 წელს დაარსდა, იაპონიის ერთ-ერთი წამყვანი საგანმანათლებლო და კვლევითი ცენტრია. უნივერსიტეტში 17 000-მდე სტუდენტი სწავლობს და 3 ნობელის ლაურეატი ჰყავს ქიმიისა და ფიზიკის დარგში.

შეხვედრას ბსუ-ს რექტორის მოადგილე თამარ სირაძე, სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, მარინე გიორგაძე, ბსუ-ს ლექტორი, იაპონისტი ლაშა ბოლქვაძე ესწრებოდნენ.

ბსუ-ში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ისწავლება იაპონური ენა,  სისტემატურად აღინიშნება კულტურის დღეები, იმართება ერთობლივი კონფერენციები და გამოფენები.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა