ბსუ-ს ბათუმში აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალური კონსული ფუად აზიზოვი ეწვია

სურათი

ბათუმში აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალური კონსული ფუად აზიზოვი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია და უნივერსიტეტის რექტორს, ტიტე აროშიძეს შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყნას შორის არსებული ურთიერთობები და განათლების სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. დაიგეგმა ერთობლივი სასწავლო-სამეცნიერო პროექტების და გაცვლითი პროგრამების განხორციელება. გაცნობითი ხასიათის შეხვედრას ბსუ-ს რექტორის მოადგილე, თამარ სირაძე და სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, მარინე გიორგაძე ესწრებოდნენ.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა