
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ადმინისტრირების კლასტერმა, რომელშიც გაერთიანებულია 3 საბაკალავრო, 4 სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა, შვიდი წლით აკრედიტაცია მოიპოვა. ამასთან აღსანიშნავია, რომ ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსებისა და საჯარო მმართველობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამები სამწლიანია.
აკრედიტაცია მოიპოვა შემდეგმა საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებმა:
საბაკალავრო პროგრამები:
- ფინანსები (BA)
- ბიზნესის ადმინისტრირება (BA)
- საჯარო მმართველობა (BA)
სამაგისტრო პროგრამები:
- ფინანსები და საბანკო საქმე (MA)
- ბიზნესის ადმინისტრირება (MA)
- მარკეტინგი (MA)
- აღრიცხვა, აუდიტი, დაბეგვრა (MA)
სადოქტორო პროგრამა:
- ბიზნესის ადმინისტრირება (PhD)
ვულოცავთ სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს ამ მნიშვნელოვან წარმატებას!
უკან |