
ბსუ-ს რექტორის ტიტე აროშიძის თავმჯდომარეობით აკადემიური საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა. რექტორმა აკადემიური საბჭოს წევრებს ნდობის გამოცხადებისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო თანმშრომლობის გეგმები დასახა.
აკადემიური საბჭოს სხდომაზე განიხილეს ბსუ-ს სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტების 2025 წლის სამოქმედო გეგმები, 2025-2026 წლისთვის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების ანკეტა-კითხვარის დამტკიცების საკითხი, პროფესიული განათლების მიმართულებით ბსუ-ს განვითარების ერთწლიანი გეგმა და დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხები.
უკან |