ბსუ-ს რექტორმა ტიტე აროშიძემ ფაკულტეტებთან და აკადემიურ პერსონალთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრები გამართა

სურათი

ბსუ-ს რექტორი ტიტე აროშიძე ფაკულტეტების დეკანებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდა. რექტორმა  უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ლაბორატორიები, ცენტრები და ბიბლიოთეკა დაათვალიერა. შეხვედრების მიზანი იყო  პერსონალის გაცნობა და მათთან ერთად სამომავლო გეგმების განსაზღვრა. შეხვედრები დიალოგის ფორმატში წარმიმართა, რექტორმა მოისმინა პერსონალის საჭიროებები, მათი მოსაზრებები და  უნივერსიტეტის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელა.  ყურადღება გაამახვილა აკადემიური გარემოს გაძლიერებასა და საერთაშორისო კავშირების განვითარებაზე.

შეხვედრებს რექტორთან ერთად, რექტორის მოადგილე მერაბ ხალვაში და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ვლადიმერ ღლონტი ესწრებოდნენ.

შეხვედრები მომდევნო კვირასაც გაგრძელდება და რექტორი კვლევითი ინსტიტუტების მეცნიერ-თანამშრომლებს შეხვდება.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა