
გამოცხადდა მსმენელთა მიღება ბსუ-ს 66-საათიან ტრენინგ-მოდულზე „აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარება“ (ტრენინგ-მოდულის შესახებ ინფორმაცია იხ. ელექტრონულ მისამართზე https://bsu.edu.ge/sub-54/page/16832/index.html).
ჩარიცხვის მსურველმა აპლიკანტმა უნდა ჩამოტვირთოს მოცემულ ტექსტზე თანდართული განცხადება და შევსებული ვერსია 2025 წლის 17 თებერვლის ჩათვლით გადააგზავნოს ელექტრონულ მისამართზე: info@bsu.edu.ge. განცხადების წარმოდგენა შესაძლებელია მატერიალური სახითაც ბსუ-ს კანცელარიაში, მისამართზე - ქ. ბათუმი, ნინოშვილის ქ. N35, ბსუ-ს N1 კორპუსი, 1-ლი სართული, ოთახი N1).
განცხადებას თან უნდა დაერთოს აპლიკანტის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის და სწავლის საფასურის (300 ლარი) გადახდის დამადასტურებელი ქვითრის ასლები (საბანკო რეკვიზიტები: მიმღების ბანკი - სახელმწიფო ხაზინა; მიმღების დასახელება - ხაზინის ერთიანი ანგარიში; ბანკის კოდი - TRESGE 22; მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი - 7 0901 7263 (დანიშნულებაში უნდა მიეთითოს ,,ტრენინგის სწავლის საფასური“);


უკან |