
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სასწავლო პროცესი დაიწყო. სტუდენტებს სწავლის დაწყება ბსუ-ს რექტორის მოადგილემ თამარ სირაძემ და პროფესიული პროგრამების მართვის და უწყვეტი განათლების ცენტრის დირექტორმა მადონა მიქელაძემ მიულოცეს. მათ ისაუბრეს პროფესიული განათლების მნიშვნელობასა და ბსუ-ს მიერ შეთავაზებულ სიახლეებსა და შესაძლებლობებზე, რომლებიც სტუდენტების კარიერულ განვითარებას ემსახურება. ასევე სიტყვით გამოვიდნენ ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალის სამედიცინო დირექტორი, ბსუ-ს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ,,საექთნო განათლება" ხელმძღვანელი თამარ მხატვარი და ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალის მთავარი მედდა, ამავე პროგრამის ხელმძღვანელი ინგა კილტავა. ღონისძიებას დამსაქმებლები, სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და კურსდამთავრებულები ესწრებოდნენ.
ბსუ-ს პროფესიული პროგრამები დიდი მოთხოვნით სარგებლობს. 2024 წლის შემოდგომის სემესტრისთვის პროფესიული პროგრამები პირველკურსელებით სრულად დაკომპლექტდა, გამოცდებით ბსუ-ში 71 სტუდენტი ჩაირიცხა. პროფესიული პროგრამების შევსების მაჩვენებელი მუდმივად მზარდია: 71 ვაკანტურ ადგილზე 130-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა.
2024 წლის შემოდგომის სემესტრისთვის მიღება შემდეგ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე გამოცხადდა: ,,საფინანსო სერვისები“, ,,საექთნო განათლება“, ,,აღმზრდელი“ და ,,საბიბლიოთეკო საქმე“.
უკან |