„მწვანე სტიპენდიის“ პროგრამის მიზანია ცენტრის მიერ უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის „ეკოლოგიის“ ან/და „ფიზიკური გეოგრაფია და გარემოს მდგრადი განვითარება“ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის 2 (ორი) სტუდენტზე ერთჯერადი სტიპენდიის გაცემა (თითო სტუდენტზე 1500 ლარის ოდენობით, ჯამში 3000ლ.) კონკურსის გზით.
უნივერსიტეტმა სტუდენტებზე სტიპენდიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს შემდეგი სავალდებულო კრიტერიუმების/მოთხოვნების გათვალისწინებით:
ა) დაუშვებელია სტიპენდიის მისაღებად კონკურსში იმ სტუდენტის მონაწილეობა, რომელსაც შეჩერებული აქვს სტუდენტის სტატუსი;
ბ) სტუდენტს სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის პროცესში დაგროვებული უნდა ჰქონდეს არანაკლებ 30 (ოცდაათი) აკადემიური კრედიტი და მისი საშუალო სარეიტინგო ქულა არ უნდა იყოს 81-ზე ნაკლები;
გ) უპირატესობა მიანიჭოს უფრო მაღალი ქულების მქონე სტუდენტს;
დ) სტიპენდიის გაცემისას უპირატესობა მიანიჭოს იმ სტუდენტებს, რომლებსაც წარდგენილი აქვთ სამეცნიერო ნაშრომი საუნივერსიტეტო კონფერენციაზე და დაიმსახურეს მაღალი შეფასება;
ე) სტუდენტმა უნდა წარადგინოს პროგრამის ხელმძღვანელის სარეკომენდაციო წერილი.
შერჩეული სტუდენტების მონაცემები უნდა გაიგზავნოს ცენტრში არაუგვიანეს 28 ნოემბრისა.
ბრძანება
კომისია
უკან |