ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბსუ-ს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის აცხადებს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ,,ერაზმუს+"-ის გაცვლითი პროგრამის კონკურსს 2024 – 2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის მოკლევადიანი მობილობის განსახორციელებლად.
მიმღები უნივერსიტეტების ჩამონათვალი და ადგილების რაოდენობა იხ. დანართ #1-ში; გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მიმღები უნივერსიტეტების შესახებ ინფორმაცია, შეიძლება, განახლდეს 1-ლი ნოემბრისთვის).
მიმართულება: მიმღებ უნივერსიტეტთან თანმხვედრი მიმართულება
კონკურსში მონაწილეობის პირობები პერსონალისთვის:
- კანდიდატი უნდა იყოს ბსუ-ს აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალი/მოწვეული მასწავლებელი, რომელიც არის ჩართული ბსუ-ს სასწავლო პროცესში არანაკლებ 3 წლისა;
- კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მიმღები უნივერსიტეტის მოთხოვნის შესაბამისად)
წარმოსადგენი დოკუმენტები:
- პირადობის მოწმობის/საერთაშორისო პასპორტის ასლი;
- ცნობა სამსახურიდან დაკავებული თანამდებობის შესახებ (ქართულ ენაზე);
- უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი, მიმღები უნივერსიტეტის მოთხოვნის შესაბამისად (სერტიფიკატის არქონის შემთხვევაში ტესტირებაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა დაწერონ განცხადება რექტორის სახელზე საქმისწარმოების ელექტრონული პლატფორმის eflow-ს ან info@bsu.edu.ge -ის მეშვეობით არაუგვიანეს 2024 წლის 08 ნოემბრის 15:00 სთ);
- Europass CV (ინგლისურ ენაზე);
- კანდიდატის მიერ შემუშავებული აკადემიური საქმიანობის გეგმა (Work Plan, Mobility Agreement) მიმღები უნივერსიტეტისთვის (ინგლისურ ენაზე);
- დაინტერესების/წინასწარი მიღების წერილი (Letter of Interest/ Pre-Acceptance Letter) პარტნიორი უნივერსიტეტის შესაბამისი დეპარტამენტიდან (ინგლისურ ენაზე).
კონკურსის ეტაპები :
-
საბუთების წარმოდგენა დადგენილი წესისა და ვადის შესაბამისად: 2024 წლის 22 ოქტომბრიდან 8 ნოემბრის ჩათვლით (15:00 საათამდე)
- აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის:
ელექტრონულ ბმულზე: https://registration.bsu.ge/Registration-1.php და ელექტრონული პლატფორმა eflow-ს მეშვეობით (აუცილებელია დოკუმენტების ატვირთვა ორივე მისამართზე!);
მოწვეული მასწავლებლისთვის: ელექტრონულ ბმულზე: https://registration.bsu.ge/Registration-1.php და ელ. ფოსტაზე: info@bsu.edu.ge (აუცილებელია დოკუმენტების ატვირთვა ორივე მისამართზე!);
- გასაუბრება - 2024 წლის 14 ნოემბერი
სტიპენდია პერსონალისთვის ითვალისწინებს
- მგზავრობისა და დღიური ხარჯის ანაზღაურებას.
შესაძლებელია, მიმღები უნივერსიტეტი ინდივიდუალურად დაუკავშირდეს კონკურსანტებს და გაესაუბროს.
არასრულად წარმოდგენილი საბუთები არ განიხილება!
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ შემდეგ ელფოსტაზე:
განახლებული დანართი 1უკან |