ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბსუ-ს საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისთვის აცხადებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დაფინანსებული გაცვლითი პროგრამის კონკურსს ევროპის უნივერსიტეტებში მობილობის განხორციელების მიზნით 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის.
მიმღები უნივერსიტეტებისა და სასწავლო კურსების ჩამონათვალი იხ. დანართი 1-ში.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს:
- ბსუ-ს აქტიური სტატუსის მქონე ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტს (გარდა დამამთავრებელი წლისა, კონკურსის გამოცხადების პერიოდისთვის);
- ბოლო ერთი წლის მანძილზე აჭარის ა/რ ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეს;
- სტუდენტს, რომელიც სწავლობს ევროპული უნივერსიტეტების მიერ შემოთავაზებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ან/და გადის ამ დარგის შესაბამის საგნებს (MINOR პროგრამის ჩათვლით);
- სტუდენტს, რომელსაც არ უსარგებლია აღნიშნული გრანტით.
წარმოსადგენი საბუთები ბაკალავრიატის სტუდენტთათვის:
- პირადობის მოწმობის / საერთაშორისო პასპორტის ასლი ;
- აჭარის ა/რ ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე ბოლო ერთი წლის მანძილზე რეგისტრირების დამადასტურებელი დოკუმენტი;
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ქართულ ენაზე);
- Europass CV (ინგლისურ ენაზე);
- მოტივაციის წერილი, არაუმეტეს 1 გვერდისა (ინგლისურ ენაზე);
- ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე);
- სარეკომენდაციო წერილი შესაბამისი ფაკულტეტის წარმომადგენლის ხელმოწერით (ქართულ ენაზე);
- ეკონომიკური, სოციალური ან ჯანმრთელობის პრობლემის დამადასტურებელი ცნობა ინგლისურ ენაზე (არსებობის შემთხვევაში), ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
- სასწავლო ხელშეკრულება - დანართი 2 (შეთანხმებული შესაბამისი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენელთან).
კონკურსის ეტაპები:
პირველი ეტაპი - სააპლიკაციო დოკუმენტების მიღება.
საბუთების წარმოდგენა - 2024 წლის 22 ოქტომბერი - 8 ნოემბერი (15:00 საათი) სტუდენტური პორტალის მეშვეობით.
ბსუ-ს სტუდენტურ პორტალზე აპლიკანტმა განცხადებაში რექტორის სახელზე უნდა მიუთითოს: ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტა, ტესტირების შესაბამისი დონე (უცხო ენაში ტესტირების შესაბამისი დონე (მიმღები უნივერსიტეტის მოთხოვნის შესაბამისად, B1/B2);
წარმოსადგენი დოკუმენტები უნდა აიტვირთოს ერთი ფაილის სახით (ZIP).
ტესტირება/გამოცდა უცხოურ ენებში (მინიმალური კომპეტენციის ზღვარია 71 ქულა) - 11 ნოემბერი.
სტუდენტი თავისუფლდება ტესტირებიდან უცხო ენაში:
1. ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის არსებობის შემთხვევაში,
მეორე ეტაპი - გასაუბრება კომისიასთან - 2024 წლის 13 ნოემბერი.
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვწეროთ შემდეგ ელ-მისამართზე: erasmus@bsu.edu.ge
განახლებული დანართი 1დანართი 2
Europass CV-ის ბმული
სასწავლო სფეროების კოდები
უკან |