
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტთან შექმნილი „შავი ზღვის რეგიონში მეცნიერებისა და აკადემიური კულტურის გავრცელების“ კვლევითი ცენტრის ინიციატივით 18 ოქტომბერს, 11:00 საათზე, 32-ე აუდიტორიაში ჩატარდება გრაცის უნივერსიტეტის პროფესორის, დოქტ. დომინიკ გუტმაიერ-შნურის ღია ლექცია თემაზე: ,,გაცვლის გლობალური ქსელები: კავკასია ფოტოგრაფიის ისტორიაში" ("Global Networks of Exchange: The Caucasus in the History of Photography").
12.00 საათზე შეხვედრა გაიმართება ,,Horizon Europe“-ის ბსუ-ს ოფისში, სადაც დოქტ. გუტმაიერ-შნური სამეცნიერო-კვლევითი პროექტების ფარგლებში დოკუმენტაციის მომზადების გამოცდილებას გაუზიარებს აკადემიურ პირებს.
უკან |