მემორანდუმი ტაჯიკეთის ტურიზმისა და მეწარმეობის საერთაშორისო უნივერსიტეტთან

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, მერაბ ხალვაშმა და ტაჯიკეთის ტურიზმისა და მეწარმეობის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, ასრორზოდა უბაიდულო სათორმა, თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მემორანდუმი ითვალისწინებს ერთობლივი სასწავლო-სამეცნიერო პროექტების განხორციელებას, გაცვლითი და სტაჟირების პროგრამების ამოქმედებას, კონფერენციების, სემინარებისა და ტრენინგების ჩატარებას. მხარეები ასევე შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობის გეგმებსა და მიმართულებებზე.

შეხვედრას ესწრებოდნენ ტაჯიკეთის ტურიზმისა და მეწარმეობის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, ფათჰულო ჯაბოროვი, ბსუ-ს ტურიზმის ფაკულტეტის დეკანი, ირაკლი კორძაია და ტურიზმის ფაკულტეტის პროფესორი ანზორ დევაძე.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა