გამოცხადდა ღია კონკურსი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებზე მოსაწვევი პერსონალის (მასწავლებელთა/სპეციალისტთა) შერჩევის მიზნით (დანართი 1).
კონკურსანტებმა ბსუ-ს საქმისწარმოების სამსახურში (კანცელარია) 2024 წლის 24-25 სექტემბერს, 10:00 -დან 17:00 საათამდე უნდა წარმოადგინონ:
ა) განცხადება (შევსებული თანდართული ფორმის - დანართი 2-ის შესაბამისად);
ბ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი;
გ) უმაღლესი განათლების / კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის / დოკუმენტების ასლი / ასლები;
დ) ავტობიოგრაფია (CV - შევსების თარიღის მითითებით და ხელმოწერილი);
ე) ფერადი ფოტო (ზომა ¾).
კონკურსის ჩატარება (დოკუმენტაციის შემოწმება, კონკურსანტებთან გასაუბრება/საჭიროების შემთხვევაში საცდელი ლექციის ან ჯგუფში მუშაობის ჩატარება, ვაკანტური საათების შესასრულებელი სამუშაო დატვირთვის შესაბამისად) - 2024 წლის 26 სექტემბერს;
საკონკურსო კომისიების მიერ საკონკურსო შედეგების საჯარო გამოცხადება ბსუ-ს ოფიციალური ვებგვერდის და შესაბამისი ფაკულტეტის საინფორმაციო დაფის მეშვეობით - არაუგვიანეს 2024 წლის 26 სექტემბერი;
კონკურსანტთა სააპელაციო საჩივრების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მიღება ბსუ-ს კანცელარიის მეშვეობით - 2024 წლის 27 სექტემბერი, 10:00 საათიდან 15:00 საათამდე;
კონკურსანტთა სააპელაციო საჩივრების (პრეტენზიების) განხილვა და საბოლოო შედეგების გამოცხადება ბსუ-ს ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით - არაუგვიანეს 2024 წლის 28 სექტემბერი.
კონკურსში გამარჯვებულ კონკურსანტებთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება - „ბსუ-ს საგანმანათლებლო პროგრამებზე 2024-2025 სასწავლო წლისათვის სასწავლო პროცესის წარმართვის მიზნით პერსონალის მოწვევისა და მათი აკადემიური (სამუშაო) დატვირთვის განსაზღვრის შესახებ“ ბსუ-ს რექტორის აქტის გამოცემის შემდეგ. შრომითი ხელშეკრულების ვადა განისაზღვრება მოწვეული პირის აკადემიური (სამუშაო) დატვირთვის შესაბამისი სემესტრის/სემესტრების ხანგრძლივობის შესაბამისად.
რექტორის ბრძანება მოსაწვევი პერსონალის შესარჩევი კონკურსის გამოცხადების შესახებდანართი 1
დანართი 2
უკან |