
2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის ბსუ-ს სტუდენტთა ადმინისტრაციული რეგისტრაციის (სწავლის სემესტრული საფასურის გადახდის) ვადები:
I ეტაპი - 2024 წლის 15 სექტემბრიდან 7 ოქტომბრის ჩათვლით - სემესტრული სწავლის საფასურის არანაკლებ 40%. (შენიშვნა: პირადი განცხადების საფუძველზე სტატუსშეჩერებული სტუდენტის სასწავლო პროცესში დაბრუნების შესახებ განცხადება წარმოდგენლი უნდა იქნეს და სწავლის საფასური გადახდილი 2024 წლის 30 სექტემბრიდან (სემესტრის დაწყება) 15 დღის ვადაში - 2024 წლის 14 ოქტომბრის ჩათვლით);
II ეტაპი - 2024 წლის 15 ნოემბრის ჩათვლით - სემესტრული სწავლის საფასურის არანაკლებ 30%;
III ეტაპი - 2014 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით - სემესტრული სწავლის საფასურის არანაკლებ 30%.
სწავლის საფასურის გადახდა იწარმოებს შემდეგ რეკვიზიტებზე:
მიმღები ბანკი - სახელმწიფო ხაზინა;
მიღების დასახელება - ხაზინის ერთიანი ანგარიში;
ბანკის კოდი - TRESGE 22;
მიღების ანგარიში/სახაზინო კოდი - 7 0901 7289.
გადახდის დანიშნულებაში უნდა მიეთითოს: სტუდენტის სახელი და გვარი; პირადი ნომერი; ფაკულტეტი; საგანმანათლებლო პროგრამა; პირველი სასწავლო წლის საფასური.
უკან |