აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სტუდენტთა დახმარების პროგრამის ფარგლებში სტუდენტების დაფინანსებისთვის კონკურსს აცხადებს. სტუდენტთა დახმარების პროგრამის მიზანია უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში: ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, ბოლო სემესტრის საშუალო აკადემიური მოსწრება ტოლია, ან მეტი 71%-სა და განეკუთვნება პროგრამით გათვალისწინებულ ერთ-ერთ კატეგორიას.
განაცხადები მიიღება 2024 წლის 1-ლი აგვისტოდან 30 აგვისტოს ჩათვლით.
დაინტერესებულ პირებს განაცხადებისა და კატეგორიის შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა შეუძლიათ სამინისტროში მატერიალური ფორმით (მისამართი: ქ. ბათუმი, ლ. გუდიაშვილის ქ. N4).
დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ შემდეგ მისამართზე: https://shorturl.at/za3tw
უკან |