ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი გიწვევთ მონაწილეობის მისაღებად საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში „ეკონომიკისა და ბიზნესის გლობალური გამოწვევები და მდგრადი განვითარება“ - 2024 კონფერენცია დაფინანსებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ უმაღლესი განათლების ხელშეწყობის პროგრამის „კონფერენციის მოწყობა“ ფარგლებში.
კონფერენციის პროგრამით გათვალისწინებული მიმართულებებია:
- ციფრული ეკონომიკის განვითარების მიმართულებები;
- დემოგრაფიული და შრომის ეკონომიკის პრობლემები ციფრულ ეკონომიკაში; ფინანსური ეკონომიკა; განათლების ეკონომიკა და მისი ციფრული ტრანსფორმაცია;
- გლობალური ეკონომიკის თანმდევი პრობლემები;
- სოციალური პრობლემები, როგორც ახალი ტექნოლოგიური რევოლუციის წინაპირობები;
- რეგიონული ეკონომიკის პრობლემები;
- ბიზნესის განვითარების პრობლემები;
- ტურიზმის ინდუსტრიის გამოწვევები;
- სასურსათო უსაფრთხოების პრობლემები თანამედროვე პირობებში;
- ეკონომიკური პოლიტიკის აქტუალური მიმართულებები.
დეტალური ინფორმაცია კონფერენციის შესახებ იხილეთ შემდეგ მისამართზე: https://bsu.edu.ge/sub-76/page/2-681/index.html
უკან |