ბსუ-ს აკადემიური პერსონალის შესარჩევი ღია კონკურსის გამოცხადებისა და საკონკურსო პირობების შესახებ ინფორმაცია

ბსუ-ს აკადემიური პერსონალის შესარჩევი ღია კონკურსის გამოცხადებისა და საკონკურსო პირობების შესახებ ინფორმაცია

  1. 2024 წლის 01 აგვისტოს ცხადდება საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდგომში - ,,ბსუ“) აკადემიური პერსონალის  შესარჩევი ღია კონკურსი (პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ-პროფესორის, ასისტენტის ვაკანტური თანამდებობები).  
  2. ღია კონკურსის ვადები განისაზღვრა შემდეგნაირად:

ა) 2024 წლის 02 სექტემბრიდან 04 სექტემბრის ჩათვლითსაკონკურსო განცხადების (ანკეტის) და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენა (კონკურსში მონაწილეობის მსურველის მიერ საკონკურსო განაცხადი (ანკეტა) სრულად უნდა შეივსოს ელექტრონულად, ბსუ-ს პორტალის მოდულში ,,აკადემიური პერსონალის კონკურსი“ www.portal.bsu.edu.ge/jobs და თან უნდა დაერთოს (აიტვირთოს) შესაბამისი პოზიციისათვის განსაზღვრული და საკონკურსო განაცხადში (ანკეტაში) ასახული ინფორმაციის დამადასტურებელი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შედგენილი, უფლებამოსილი ორგანოს ან პირის მიერ გაცემული დოკუმენტაციის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ელექტრონული ვერსია. საკონკურსო განაცხადის (ანკეტა) და დოკუმენტაციის ელექტრონულად წარმოდგენის შემდეგ, კონკურსანტმა ბსუ- საპროცედურო კომისიაში მატერიალური სახით უნდა წარმოადგინოს ,,ბსუ-ს აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესით“ გათვალისწინებული და ღია კონკურსის გამოცხადების შესახებ ბრძანების N2 დანართში აღნიშნული დოკუმენტაცია);

ბ) 2024 წლის 05 სექტემბერი -  ბსუ-ს ვებგვერდზე განთავსდეს ინფორმაცია  დადგენილ ვადებში დარეგისტრირებული კონკურსანტების შესახებ და საკონკურსო მასალები გადაეცეს საკონკურსო კომისიას;

გ) 2024 წლის 05-09 სექტემბერი - ჩატარდეს აკადემიური პერსონალის შესარჩევი კონკურსი (დოკუმენტაციის გადარჩევა/შეფასება, გასაუბრება, ფარული კენჭისყრა);

დ) არაუგვიანეს 2024 წლის 09 სექტემბერი - საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმის (საბოლოო შედეგები) გამოქვეყნება ბსუ-ს ვებგვერდზე (www.bsu.edu.ge) და დასამტკიცებლად აკადემიური საბჭოსათვის წარდგენა.

  1. კონკურსის პირობებია:
    1. პროფესორის თანამდებობაზე აირჩევა დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება და აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:

ა) ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომი Web of Science ან Scopus ან ERIH PLUS (ჰუმანიტარული და სოციალური მიმართულებით) საერთაშორისო ბაზაში ინდექსირებულ სამეცნიერო ჟურნალში ან Web of Science ან Scopus საერთაშორისო ბაზაში ინდექსირებული მონოგრაფია ან ჰუმანიტარულ დარგში ქართველოლოგიის მიმართულებით მონოგრაფია (რომელშიც ციტირებულია Google Scholar ან ERIH PLUS საერთაშორისო ბაზაში ინდექსირებულ სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნებული ავტორის/ავტორთა სტატია/სტატიები) ან აქვს ეროვნულ საპატენტო ორგანიზაციებში რეგისტრირებული გამოგონება/პატენტი;

ბ) ბოლო 5 წლის განმავლობაში მონაწილეობა აქვს მიღებული სამეცნიერო ღონისძიებაში, რომლის აბსტრაქტები/გამოცემები ინდექსირებულია Web of Science ან Scopus ან Google Scholar ან ERIH PLUS (ჰუმანიტარული და სოციალური მიმართულებით) საერთაშორისო ბაზებში;

გ) ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო/არის დაფინანსებული სამეცნიერო საგრანტო პროექტის   ხელმძღვანელი/ძირითადი შემსრულებელი ან ბოლო 5 წლის განმავლობაში  არის დასაფინანსებლად წარდგენილი, მაღალი შეფასების მქონე (80% და მეტი) სამეცნიერო საგრანტო პროექტის ხელმძღვანელი/შემსრულებელი;

დ) ბოლო 10 წლის განმავლობაში შესაბამისი მიმართულებით მისი ხელმძღვანელობით სტუდენტს (ბაკალავრს, მაგისტრანტს, დოქტორანტს) გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომი;

ე) აქვს საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელობის გამოცდილება;

ვ) შესაბამისი მიმართულებით მომზადებული აქვს სახელმძღვანელო ან სალექციო კურსი/კურსები;

ზ) აქვს ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პროფესორის/ასოცირებული პროფესორის  აკადემიურ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება.

  1. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე აირჩევა დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება და აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:

ა) ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომი Web of Science ან Scopus ან ERIH PLUS (ჰუმანიტარული და სოციალური მიმართულებით) საერთაშორისო ბაზაში ინდექსირებულ სამეცნიერო ჟურნალში ან Google Scholar საერთაშორისო ბაზაში ინდექსირებული მონოგრაფია ან ჰუმანიტარულ დარგში ქართველოლოგიის მიმართულებით მონოგრაფია (რომელშიც ციტირებულია Google Scholar ან ERIH PLUS საერთაშორისო ბაზაში ინდექსირებულ სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნებული ავტორის/ავტორთა სტატია/სტატიები) ან აქვს ეროვნულ საპატენტო ორგანიზაციებში რეგისტრირებული გამოგონება/პატენტი;

ბ) მონაწილეობა აქვს მიღებული სამეცნიერო ღონისძიებაში, რომლის აბსტრაქტები/გამოცემები ინდექსირებულია Web of Science ან Scopus ან Google Scholar ან ERIH PLUS (ჰუმანიტარული და სოციალური მიმართულებით) საერთაშორისო ბაზებში;

გ) ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო/არის დაფინანსებული სამეცნიერო საგრანტო პროექტის   ხელმძღვანელი/ძირითადი შემსრულებელი ან ბოლო 5 წლის განმავლობაში  არის დასაფინანსებლად წარდგენილი, მაღალი შეფასების მქონე (80% და მეტი) სამეცნიერო საგრანტო პროექტის ხელმძღვანელი/შემსრულებელი;

დ) შესაბამისი მიმართულებით მომზადებული აქვს სახელმძღვანელო ან სალექციო კურსი/კურსები; 

ე) აქვს ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ასისტენტ-პროფესორის/ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება.

  1. ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე აირჩევა დოქტორი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:

ა) ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომი Google Scholar საერთაშორისო ბაზაში ინდექსირებულ სამეცნიერო ჟურნალში;

ბ) მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშორისო ან ეროვნულ სამეცნიერო ღონისძიებაში;

გ) შესაბამისი მიმართულებით მომზადებული აქვს ჯგუფში მუშაობის/ პრაქტიკულის/ლაბორატორიული სამუშაოს ან სხვა აქტივობის სასწავლო მასალა;

  1. ასისტენტის თანამდებობაზე შეიძლება აირჩეს დოქტორანტი.
  1. მედიცინის ერთსაფეხურიანი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის კლინიკური დისციპლინების განმახორციელებელი აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად დამატებით განისაზღვრება შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები (საკონკურსო პირობები):
    1. ასოცირებული პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად:

ა) კლინიკური დისციპლინების მიმართულებით საექიმო საქმიანობის უფლება, რაც დასტურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული სერტიფიკატით;

ბ) კლინიკური დისციპლინების მიმართულებით კლინიკაში მუშაობის გამოცდილება, არანაკლებ ბოლო 5 წლისა;

  1. ასისტენტ-პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად:

ა) კლინიკური დისციპლინების მიმართულებით საექიმო საქმიანობის უფლება, რაც დასტურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული სერტიფიკატით;

ბ) კლინიკური დისციპლინების მიმართულებით კლინიკაში მუშაობის გამოცდილება, არანაკლებ ბოლო 3 წლისა;

  1. ბსუ-ს აკადემიურ თანამდებობაზე არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება.
  2. ბსუ-ს აკადემიური პერსონალის შესარჩევ ღია კონკურსში მონაწილეობის მსურველი (შემდეგში - კონკურსანტი) ვალდებულია  საკონკურსო დოკუმენტაცია (საკონკურსო განაცხადი (ანკეტა) და აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესით განსაზღვრული სხვა დოკუმენტები) წარმოადგინოს კონკურსის გამოცხადების შესახებ რექტორის ბრძანებაში აღნიშნული საკონკურსო ირობების, ფორმატისა და ვადების დაცვით.
  3. პროფესორის, ასოცირებული პროფესორის და ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობებზე  ასარჩევმა  კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:

ა) საკონკურსო განაცხადი (ანკეტა) - შევსებული რექტორის ბრძანებით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად;  

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამეცნიერო–პედაგოგიური მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ცნობა ან შრომის წიგნაკის ასლი და სხვა, დამოწმებული/გაცემული შესაბამისი დაწესებულების მიერ);

დ) საკონკურსო     თანამდებობის     შესაბამისი     მიმართულების     სილაბუსი (სილაბუსები);

ე) საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სილაბუსის (სილაბუსების) შესაბამისი მინიმუმ ერთი სახელმძღვანელო/სალექციო კურსის/რიდერის ექტრონული ვერსია, მ ენაზე, რომელ ენაზეც ტარდება ლექცია (უნდა წარმოადგინოს მხოლოდ პროფესორის და ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევმა კონკურსანტმა); ჯგუფში მუშაობის/ პრაქტიკულის/ლაბორატორიული სამუშაოს ან სხვა აქტივობის სასწავლო მასალა  (უნდა წარმოადგინოს მხოლოდ ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევმა კონკურსანტმა);

ვ) ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული კონკურსო ნამდების შესაბამისი ერთ მეციერო შრომი (სტია), რომელიც ყველაზე უკეთ წარმოაჩენს კონკურსანტის სამეცნიერო საქმიანობას - საკონკურსო კომისიის მიერ შეფასებისათვის;

ზ) რგის სწავლებისა და სამეცნიერო კვლევის კონცეფცია აკადემიური უმაღლესი განათლების სამივე საფეხურზე/ერთსაფეხურიანზე/ზოგადი განათლების მომზადების საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამაზე - უნდა წარმოადგინოს მხოლოდ პროფესორის და ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევმა კონკურსანტმა), ხოლო ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევმა კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს მხოლოდ სწავლების კონცეფცია (გარდა უმაღლესი აკადემიური განათლების მესამე საფეხურისა);

თ) შესაბამისი კადემიური (სამეცნიერო) ისხის დამადასტურებელი კუმენტის კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული ასლი (უცხო ქვეყნაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ი) 2 ფერადი ფოტოსურათი (ზომა 3x4);

კ) ინგლისური ენის არანაკლებ B2 დონეზე ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ბსუ-ს აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესის მე-3 მუხლის მე-9 პუნქტში აღნიშნული რომელიმე ან რამდენიმე კრიტერიუმების შესაბამისად) სავალდებულოა წარმოსადგენად ინგლისურენოვანი პროგრამის განმახორციელებელი აკადემიური თანამდებობის დასაკავებელ კონკურსში მონაწილე კონკურსანტისათვის, ხოლო სხვა ვაკანტური თანამდებობის შემთხვევაში - სასურველია წარმოდგენილი იქნეს, თუკი კონკურსანტი უთითებს ინგლისური ენის ფლობის შესახებ ინფორმაციას საკონკურსო განაცხადში/ანკეტაში;

ლ) ბოლო 5 (ხუთი) წლის განმავლობაში სამეცნიერო და პედაგოგიური მუშაობის შეფასების დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები;

მ) კლინიკური დისციპლინების მიმართულებით კლინიკაში მუშაობის დამადასტურებელი ცნობ(სავალდებულოა მედიცინის/სტომატოლოგიის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის კლინიკური კომპონენტის განმახორციელებელი აკადემიური თანამდებობის ვაკანსიისათვის, გარდა ასისტენტისა);

ნ) კლინიკური დისციპლინების მიმართულებით საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული სერტიფიკატი (სავალდებულოა მედიცინის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კლინიკური კომპონენტის განმახორციელებელი აკადემიური თანამდებობის ვაკანსიისათვის);

ო) ნასამართლობის შესახებ ცნობა (შენიშვნა: ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება). საკონკურსო დოკუმენტაციის ელექტრონულად წარდგენის დღისათვის ნასამართლობის შესახებ ცნობა უნდა იყოს მოქმედი (კანონმდებლობის თანახმად ცნობის მოქმედების ვადა 15 დღეა).

  1. ასისტენტის აკადემიურ თანამდებობაზე ასარჩევმა კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს:

ა) საკონკურსო განაცხადი (ანკეტა) - შევსებული რექტორის ბრძანებით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად);

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) სამოტივაციო წერილი;

დ) შესაბამისი აკადემიური  ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული ასლი (უცხო ქვეყნაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში) და დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი ცნობა (გაცემული საკონკურსო განცხადების წარმოდგენამდე 10 დღის ვადაში);

ე) 2 ფერადი ფოტოსურათი (ზომა 3x4);

ვ) ინგლისური ენის არანაკლებ B2 დონეზე ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ბსუ-ს აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესის მე-3 მუხლის მე-9 პუნქტში აღნიშნული რომელიმე ან რამდენიმე კრიტერიუმების შესაბამისად) -  სავალდებულოა მედიცინის ინგლისურენოვანი პროგრამის განმახორციელებელი აკადემიური თანამდებობის დასაკავებელ კონკურსში მონაწილე კონკურსანტისათვის, ხოლო სხვა ვაკანტური თანამდებობის შემთხვევაში - სასურველია წარმოდგენილი იქნეს, თუკი კონკურსანტი უთითებს ინგლისური ენის ფლობის შესახებ ინფორმაციას საკონკურსო განაცხადში/ანკეტაში.

ზ)  კლინიკური დისციპლინების მიმართულებით საექიმო საქმიანობის დამადასტუ­რებელი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული სერტიფიკატი (სავალდებულოა მედიცინის/სტომატოლოგიის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის კლინიკური კომპონენტის განმახორციელებელი აკადემიური თანამდებობების კონკურსის შემთხვევაში);

თ) ნასამართლობის შესახებ ცნობა (შენიშვნა: ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება). საკონკურსო დოკუმენტაციის ელექტრონულად წარდგენის დღისათვის ნასამართლობის შესახებ ცნობა უნდა იყოს მოქმედი (კანონმდებლობის თანახმად ცნობის მოქმედების ვადა 15 დღეა).

  1. კონკურსში მონაწილეობის მსურველის მიერ საკონკურსო განაცხადი (ანკეტა) სრულად უნდა შეივსოს ელექტრონულად, პორტალზე - www.portal.bsu.edu.ge/jobs და თან უნდა დაერთოს (აიტვირთოს) შესაბამისი პოზიციისათვის განსაზღვრული და საკონკურსო განაცხადში (ანკეტაში) ასახული ინფორმაციის დამადასტურებელი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შედგენილი, უფლებამოსილი ორგანოს ან პირის მიერ გაცემული დოკუმენტაციის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ელექტრონული ვერსია.
  2. საკონკურსო განაცხადის (ანკეტა) და საკონკურსო დოკუმენტაციის ასლების ელექტრონულად წარმოდგენის შემდეგ, კონკურსანტმა საპროცედურო კომისიაში მატერიალური სახით უნდა წარმოადგინოს შემდეგი საკონკურსო დოკუმენტაცია:

ა) ელექტრონულად წარმოდგენილი საკონკურსო განაცხადის (ანკეტა) ამობეჭდილი ვერსია;

ბ) 2 ფერადი ფოტოსურათი (ზომა 3x4);

გ) ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამეცნიერო–პედაგოგიური მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ცნობა ან  შრომის წიგნაკის ასლი და სხვა, დამოწმებული/გაცემული შესაბამისი დაწესებულების მიერ) - სავალდებულოა პროფესორისა და ასოცირებული პროფესორის საკონკურსო პოზიციისათვის (შენიშვნა: ბსუ-ში დასაქმებული/შრომითი გამოცდილების მქონე აკადემიური პერსონალის შემთხვევაში საკმარისია ელექტრონულ სააპლიკაციო განაცხადის შესაბამის ველში ატვირთვა);   

დ) შესაბამისი აკადემიური (სამეცნიერო) ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული ასლი (უცხო ქვეყნაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ე)  დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი ცნობა (გაცემული საკონკურსო განცხადების წარმოდგენამდე 10 დღის ვადაში) - ასისტენტის პოზიციის საკონკურსო პოზიციისათვის (შენიშვნა: ბსუ-ში დოქტორანტისათვის საკმარისია ცნობის ელექტრონულ სააპლიკაციო განაცხადის შესაბამის ველში ატვირთვა);   

ვ) კლინიკური დისციპლინების მიმართულებით კლინიკაში მუშაობის დამადასტურებელი ცნობა (სავალდებულოა მედიცინის/ სტომატოლოგიის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის კლინიკური კომპონენტის განმახორციელებელი პროფესორის/ასოცირებული პროფესორის/ ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის კონკურსის შემთხვევაში);

ზ) კლინიკური დისციპლინების მიმართულებით საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული სერტიფიკატი (სავალდებულოა მედიცინის/სტომატოლოგიის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის კლინიკური კომპონენტის განმახორციელებელი აკადემიური თანამდებობის კონკურსის შემთხვევაში).

  1. ბსუ-ს აკადემიური საბჭოს დადგენილებით ღია კონკურსის შედეგების დამტკიცების შემდეგ კონკურსში გამარჯვებულ პირებთან დაიდება შრომითი ხელშეკრულებები (იხილეთ ამავე ველში ბსუ-ს რექტორის ბრძანებით დამტკიცებული ფორმა) შესაბამისი თანამდებობისათვის ბსუ-ს აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესით გათვალისწინებული ვადებით.
  2. კონკურსის შედეგად არჩეული ბსუ-ს აკადემიური თანამდებობის პირის სამუშაო დატვირთვა და შრომის ანაზღაურების გაცემის პირობები განსაზღვრულია უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ განხილული და წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ დამტკიცებული,,ბსუ-ს პერსონალის აფილირების, აკადემიური და მოწვეული პერსონალის შრომის დატვირთვის განსაზღვრისა და ანაზღაურების გაცემის წესით (შემდეგში -,,აფილირების  წესი“), რომლის თანახმად, ბსუ-სთან აფილირებულად მიიჩნევა პირი, რომელიც: ა)  დასაქმებულია აკადემიურ თანამდებობაზე მხოლოდ ბსუ-ში, არ უკავია სხვა დაწესებულების სამეცნიერო თანამდებობა, ბსუ-ში ახორციელებს  საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას და თავის სამეცნიერო კვლევის შედეგებს უკავშირებს (ეთვლება) მხოლოდ ბსუ-ს; ბ) ბსუ-ს სახელით მონაწილეობს საზოგადოების განვითარებისა და ცოდნის გაზიარების პროცესებში; გ) აქტიურად არის ჩართული ბსუ-ს საგანმანათლებლო, კვლევით და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების პროცესებში; დ) აქტიურად არის ჩართული სტუდენტების აკადემიური კონსულტირების და აკადემიური/სამეცნიერო ხელმძღვანელობის პროცესებში. ბსუ-სთან აფილირებულად ვერ ჩაითვლება პირი, რომელსაც ბსუ-სთან არა აქვს გაფორმებული აფილირების ხელშეკრულება/შეთანხმება ან შეუწყდა, აფილირების წესის შესაბამისად.
  3. ბსუ- ოფიციალური ვებგვერდის - www.bsu.edu.ge კონკურსების ველის მეშვეობით საკონკურსო განცხადებასთან ერთად კონკურსანტებისათვის ხელმისაწვდომია გასაცნობად რეგულაციები/საუნივერსიტეტო სამართლებრივი აქტები (ბსუ-ს წესდება; ბსუ-ს ეთიკის კოდექსი; ,,ბსუ-ს პერსონალის მართვის პოლიტიკა“; ბსუ-ს შინაგანაწესი; ბსუ-ში სექსუალური შევიწროების პრევენციის პოლიტიკა; ბსუ-ს  წარმომადგენლობითი საბჭოს 2024 წლის 12 თებერვლის N07-01/12 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,ბსუ-ს აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესი“;  და ,,ბსუ-ს პერსონალის აფილირების, აკადემიური და მოწვეული პერსონალის შრომის დატვირთვის განსაზღვრისა და ანაზღაურების გაცემის წესი“;  ბსუ-ს საქმისწარმოების ინსტრუქცია; ბსუ-ს აკადემიური თანამდებობის პირთან გასაფორმებელი შრომითი ხელშეკრულების ფორმა; საკონკურსო განაცხადების (ანკეტის) ფორმის დამტკიცების ბრძანება და სხვა რეგულაციები, ბსუ-ს ვებგვერდის ველიდან ,,იურიდიული ცნობარი“).

ბრძანება N01-02-108

ბრძანება N01-02-112

  ბრძანება N01-02-131
  ვაკანტური თანამდებობები
  აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესი
  პერსონალის მართვის პოლიტიკა
  აფილირების წესი
  ბსუ-ს აკადემიური და მოწვეული პერსონალის საქმიანობის შეფასების წესი
  ბსუ-ს ეთიკის კოდექსი
  შინაგანაწესი
  წესდება

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა