განცხადება
ბსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნების გამოცხადების შესახებ
- 2024 წლის 16 ივლისს გამოცხადდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდეგში - ბსუ) რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები.
- რექტორის მოვალეობის შემსრულებელი არჩეული იქნეს ბსუ-ს რექტორის არჩევის შესახებ ბსუ-ს აკადემიური საბჭოს დადგენილების ძალაში შესვლის დღემდე ვადით, მაგრამ რექტორის მოვალეობის შემსრულებლად არჩევიდან არაუმეტეს 6 თვის ვადით.
- ბსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.
- კანდიდატთა რეგისტრაცია იწარმოებს ბსუ–ს საარჩევნო კომისიაში (ქ. ბათუმი, ნინოშვილის ქ. N35, პირველი კორპუსი, პირველი სართული, ოთახი N14), 2024 წლის 18 ივლისიდან 19 ივლისის ჩათვლით, 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე.
- კანდიდატმა საარჩევნო კომისიაში სარეგისტრაციოდ უნდა წარმოადგინოს:
ა) კანდიდატის სარეგისტრაციო განცხადება (შევსებული არჩევნების გამოცხადების შესახებ დადგენილების N2 დანართის შესაბამისად);
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) ავტობიოგრაფია (СV);
დ) უმაღლესი განათლების (დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის) მიღების დამადასტურებელი დოკუმენტების სათანადო წესით დამოწმებული ასლი;
ე) მოკლევადიანი (6 თვის) სამოქმედო გეგმა;
ვ) ფერადი ფოტო, ზომით ¾;
ზ) ინფორმაცია შრომითი საქმიანობის შესახებ (დასაქმების ადგილიდან გაცემული ცნობა/დამოწმებული ამონაწერი შრომის წიგნაკიდან ან/და სხვა, კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული ცნობა);
თ) ცნობა ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ;
ი) ცნობა ნასამართლეობის შესახებ (მათ შორის ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის/ნასამართლობის მოხსნისა ან გაქარწყლების შესახებ ინფორმაციის მითითებით, ასეთის არსებობის შემთხვევაში).
5. დადგენილ ვადაში რეგისტრირებულ კანდიდატთა მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და მოკლევადიანი სამოქმედო გეგმების განხილვა ბსუ-ს აკადემიური საბჭოს მიერ დაიწყება 2024 წლის 22 ივლისს, 14:00 სთ-ზე.
6. ბსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები (ფარული კენჭისყრა) ჩატარდება 2024 წლის 22 ივლისს, 15:00 სთ-ზე.
უკან |