20-24 აგვისტოს, ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ყოველწლიური ბათუმის მეცხრე საზაფხულო უნივერსიტეტი - „ბირთვული უსაფრთხოება და გაუვრცელებლობა: გლობალური გამოწვევები და შესაძლებლობები" გაიმართება. ოთხი დღის განმვალობაში ბათუმის საზაფხულო უნივერსიტეტის მონაწილეები საქართველოდან, შედეთიდან, ავსტრიიდან, დაანიდან და უკრაინიდან განიხილავენ გლობალური უსაფრთხოების, საგარეო პოლიტიკის და ბირთვული გაუვრცელებლობის საკითხებს.
საზაფხულო უნივერსიტეტი ბსუ-ს პარტნიორობით, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში სამოქალაქო საბჭოს (თბილისი, საქართველო) ორგანიზებით, შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და შვედეთის რადიაციური უსაფრთხოების სააგენტოს მხარდაჭერით ჩატარდება.
სესიებს წაუძღვებიან საერთაშორისო ექსპერტები ბრიტანეთის სამეფო კოლეჯიდან, სტოკჰოლმის უნივერსიტეტიდან, შვედეთის რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოდან, უკრაინის საერთაშორისო ურთიერთობების უნივერსიტეტიდან, ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ინსტიტუტიდან. მონაწილეები არიან წამყვანი ექსპერტები და უნივერსიტეტის პერსონალი. აქცენტი გაკეთდება დღეს არსებულ საერთაშორისო უსაფრთხოების გამოწვევებზე, ასევე შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების ადგილზე ბირთვული გაუვრცელებლობის რეჟიმში.
საზაფხულო უნივერსიტეტი მიზნად ისახავს უნივერსიტეტების შესაბამისი ფაკულტეტების პროფესორებსა და სფეროს ექსპერტებს შორის კომპეტენციის ამაღლებას საერთაშორისო უსაფრთხოებისა პრობლემურ საკითხში, რათა მათ ახალი ცოდნა და არსებული საერთაშორისო სასწავლო რესურსები გამოიყენონ თავიანთი პროგრამების მომზადებაში და სასწავლო და კვლევით პროცესებში. ასევე ღონისძიების მიზანია შავი ზღვის რეგიონში სფეროს სპეციალისტების ქსელის ჩამოყალიბება და მისი განვითარების ხელშეწყობა.
უკან |