ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბსუ-ს აკადემიური პერსონალისთვის აცხადებს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული „ერაზმუს+“-ის გაცვლითი პროგრამის კონკურსს ზალცბურგის უნივერსიტეტისთვის (ავსტრია) სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების მიმართულებით ადმინისტრაციული მობილობის განსახორციელებლად ერთობლივი საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების შედგენის საკითხებზე.
ადგილების რაოდენობა - 1;
მოთხოვნილი ენა - ინგლისური B2.
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
· კანდიდატი უნდა იყოს ბსუ-ს აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალი/მოწვეული მასწავლებელი რომელიც არის ჩართული ბსუ-ს სასწავლო პროცესში არანაკლებ 3 წლისა;
· კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი.
საბუთები პერსონალისთვის:
• პირადობის მოწმობის/საერთაშორისო პასპორტის ასლი;
• ცნობა სამსახურიდან დაკავებული თანამდებობის თაობაზე (ქართულ ენაზე);
• უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი მიმღები უნივერსიტეტის მოთხოვნის შესაბამისად (უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის არქონის შემთხვევაში ტესტირებაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა დაწერონ განცხადება რექტორის სახელზე საქმისწარმოების ელექტრონული წარმოების eflow-ს ან info@bsu.edu.ge -ის მეშვეობით არაუგვიანეს 2024 წლის 21 ივნისის 17:00 სთ)
• Europass CV (ინგლისურ ენაზე);
• კანდიდატის მიერ შემუშავებული აკადემიური/ადმინისტრაციული საქმიანობის გეგმა მიმღები უნივერსიტეტისთვის (ინგლისურ ენაზე);
კონკურსის ეტაპები პერსონალისთვის:
I ეტაპი
2024 წლის 17 ივნისიდან - 24 ივნისამდე (12:00 საათამდე)
საბუთების წარმოდგენა დადგენილი წესისა და ვადის შესაბამისად:
აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალისთვის: ელექტრონულ ბმულზე https://registration.bsu.ge/Registration-1.php და საქმისწარმოების ელექტრონული წარმოების eflow-ს მეშვეობით;
II ეტაპი
გასაუბრება - 2024 წლის 24 ივნისი
სტიპენდია პერსონალისთვის ითვალისწინებს მგზავრობისა და დღიური ხარჯების ანაზღაურებას.
არ ანაზღაურებს საერთაშორისო დაზღვევას.
არასრულად წარმოდგენილი საბუთები არ განიხილება!
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ შემდეგ ელმისამართზე: erasmus@bsu.edu.ge
უკან |