საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, 2024 წლის მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერის ფარგლებში, აცხადებს ვაკანსიებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, აღმწერის პოზიციაზე. სამუშაო მოიცავს 29 ნოემბრიდან 19 დეკემბრამდე პერიოდს. აღმწერის ძირითადი ფუნქციები იქნება მის სამოქმედო ტერიტორიაზე მოსახლეობის აღწერის გამოკითხვის ჩატარება პლანშეტური კომპიუტერით, წინასწარ განსაზღვრული მეთოდოლოგიისა და შემუშავებული პროგრამული უზრუნველყოფის საფუძველზე.
მოთხოვნები
ელექტრონული რუკის წაკითხვის, გარკვევის და რუკაზე ორიენტაციის უნარი;
პლანშეტურ კომპიუტერთან მუშაობის უნარი;
სასურველია სტატისტიკურ, სოციოლოგიურ კვლევებში და მოსახლეობის აღწერებში მონაწილეობის გამოცდილება;
ქართული ენის თავისუფლად ფლობა. სასურველია რუსული და ინგლისური ენის საბაზისო ცოდნა.
აღმწერის ვაკანტურ პოზიციებზე საბუთების მიღება გამოაცხადა. მსურველს განაცხადი შეუძლია გამოგზავნოს ბმულზე: https://census-cv.geostat.ge/ და https://jobs.ge/?view=client&client=geostat
განაცხადის მიღება ასევე შესაძლებელია საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში
(ცოტნე დადიანის #30) ან თბილისის სტატისტიკის ბიუროში ( ეგნატე ნინოშვილის 55)
ადგილზე განაცხადის შევსების შემთხვევაში მსურველმა თან უნდა იქონიოს პირადობის
მოწმობის ასლი.
განაცხადი მიიღება ასევე საქსტატის რეგიონულ ოფისებში
მისამართებს გაეცანით ბმულზე: https://www.geostat.ge/.../cate.../305/teritoriuli-organoebi
სამუშაოს ანაზღაურება:
აღმწერის ხელფასი შეადგენს დარიცხულ 750 ლარს.
მოსახლეობის აღწერები ქვეყანაში 10 წელიწადში ერთხელ ტარდება. საქართველოში
უკანასკნელი აღწერა 2014 წელს ჩატარდა.
დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ: 2367210 (შიდა ნომერი: შორენა კობიაშვილი 104, ნინო სეფიაშვილი151, გვანცა გოგელაშვილი 138).
უკან |