
17-29 ივნისს დრეზდენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის წარმომადგენლები „ერაზმუს+“-ის საგრანტო პროექტის „სოციალური უნარების განვითარება სომხეთისა და საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 21-ე საუკუნის შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად“ ფარგლებში, ჩაატარებენ ონლაინ ტრენინგ-კურსს თემაზე: „ინტერპერსონალური უნარების განვითარების მეთოდოლოგია და მასიური ღია ონალაინ კურსის დიზაინი“. პროექტის მიზანია საქართველოსა და სომხეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში პროგრამების დაგეგმვის, შემუშავებისა და განვითარების ხელშეწყობა.
პროექტი უზრუნველყოფს 21-ე საუკუნის შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად, სტუდენტთა სოციალური უნერების განვითარებისა და კარიერული ზრდის პროცესში არსებული გამოწვევების დაძლევის მხარდაჭერას.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე: https://forms.gle/b1yFbSBMQrQVofxg8
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ტრენინგის პროგრამა.

უკან |