2024 წლის 12 ივნისს, 13:00 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ჩატარდება სემინარი თემაზე „ევროკავშირში გაწევრიანების პოლიტიკური კრიტერიუმები და ევროპეიზაციის გამოწვევები“.
მომხსენებელი: პროფესორი, ჟან მონეს კათედრის (EUCONST) ხელმძღვანელი, ჟან მონეს მოდულის (TRIO.JOIN.EU) კოორდინატორი მალხაზ ნაკაშიძე.
სემინარზე საუბარი იქნება ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების, განსაკუთრებით საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის მიერ გაწევრიანების კრიტერიუმების და ვალდებულებების შესრულების მდგომარეობის, საქართველოში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღების, ევროპული ინტეგრაციისთვის არსებული საფრთხეების და წინააღმდეგობების შესახებ.
ღონისძიება არის საჯარო და მონაწილეობას შეუძლიათ სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს, ასევე სხვა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. სემინარის ფარგლებში გაიმართება დისკუსია ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესში არსებული გამოწვევების შესახებ.
ღონისძიება იმართება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ჟან მონეს მოდულის (http://jeanmonnetchair.edu.
ჟან მონეს პროგრამა მიზნად ისახავს ევროკავშირის ღირებულებების პოპულარიზაციას, ევროკავშირის შესახებ კვლევებისა და სწავლების განვითარების ხელშეწყობის გზით.
უკან |