პროექტის „წარსული, როგორც დემოკრატიული ზრდის რესურსი აწმყოში (ისტორიის პოლიტიკა საქართველოში)“ შედეგების წარდგენა

სურათი

12 ივნისს, 12:00 საათზე, 55-ე აუდიტორიაში, მკვლევრები და ცნობილი ამერიკელი ისტორიკოსი, ჰარვარდის უნივერსიტეტის საქართველოს შემსწავლელი პროგრამის დირექტორი, პროფესორი სტივენ ჯონსი, პროფესორ-მასწავლებლებისთვის და სტუდენტებისთვის წარადგენენ პროექტის - „წარსული, როგორც დემოკრატიული ზრდის რესურსი აწმყოში (ისტორიის პოლიტიკა საქართველოში)“  - შედეგებს.

აშშ-ის საელჩოს 2023 წლის დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების (DemCom) კონკურსის ფარგლებში მხარდაჭერილი პროექტი ხორციელდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეხსიერების კვლევების ცენტრის, ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრის საქართველოს შემსწავლელი პროგრამისა და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის (სოვლაბი) თანამშრომლობით.

კვლევითი პროექტი მიზნად ისახავს მე-20 საუკუნის 80-90-იან წლების პოლიტიკურ მოვლენებზე ზეპირი ისტორიების ჩაწერას და ჰარვარდის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის საარქივო განყოფილებაში თავისუფალი წვდომით განთავსებას. 

აღნიშნულ ეპოქაში მოღვაწე და მცხოვრები საჯარო ფიგურების, პოლიტიკოსებისა და სხვა მოქალაქეების ზეპირი ისტორიები მოგვიყვება ეროვნული მოძრაობის, საბჭოთა კავშირის დაშლის, სამოქალაქო ომის, კონფლიქტებისა და დამოუკიდებელი საქართველოს ფორმირების რიგი დრამატული ეპიზოდების შესახებ.

პროექტის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია ახალ თაობაში აღნიშნული პერიოდის მოვლენების შესახებ ცნობიერების ამაღლება. შესაბამისად, პროექტის პრიორიტეტებს შორისაა საქართველოს სკოლებისა და უმაღლესი სასწავლებლების კურიკულუმებისთვის ზეპირი ისტორიების კომპონენტის შემუშავება.

პროექტის ფარგლებში დაგროვებული და შენახული რესურსი ხელმისაწვდომი იქნება მკვლევრებისა და ამ პერიოდით დაინტერესებული ფართო აუდიტორიისთვის.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა