ბსუ-ში გერმანული ენის დღე გაიმართა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გერმანული ენის დღე  „გერმანული ენა დიდებისა და პატარებისათვის“ გაიმართა. ღონისძიება გახსნეს და მონაწილეებს მიესალმნენ გერმანიის ელჩის მოადგილე საქართველოში ტანია ჰუტი, ავსტრიის ელჩი საქართველოში თომას მიულმანი და ბსუ-ს რექტორის მოადგილე თამარ სირაძე. ღონისძიების ფარგლებში, ჩატარდა გაცვლითი პროგრამების წარდგენა და შეხვედრა გერმანული ენის მასწავლებლებთან, სტუდენტებთან, აბიტურიენტებთან, მოსწავლეებთან და მშობლებთან. გერმანიაში სწავლის მსურველებს DAAD-ის თბილისის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელმა გებჰარდ როილმა სასტიპენდიო პროგრამები გააცნო. ასევე მოეწყო ავსტრიელი მწერლის, ინგებორ ბახმანის ცხოვრებისა და მოღვაწეობისადმი მიძღვნილი გამოფენა.

გერმანული ენის დღე მოიცავდა ყველა ასაკობრივი ჯგუფისათვის გათვალისწინებულ  სხვადასხვა სახის შემეცნებით და სახალისო აქტივობებს გერმანული ენის თემატიკაზე. ღონისძიება ბსუ-ს ბენდის ,,OFF SIDE” კონცერტით დასრულდა.

გერმანული ენის დღე  საქართველოში გერმანიისა საელჩოს, საქართველოში ავსტრიის საელჩოს, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის DAAD-ის, გოეთეს ინსტიტუტის ორგანიზებითა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით ჩატარდა.

  გერმანული ენის დღის პროგრამა

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა