ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ჟან მონეს კათედრის „უფრო ახლოს ევროპასთან“ ორგანიზებით, მოსამართლეებს, მოსამართლის თანაშემწეებს, სტუდენტებს და დაინტერესებულ პირებს იწვევს საზაფხულო სკოლაში „ევროკავშირის კონკურენციის სამართალი“ მონაწილეობის მისაღებად. საზაფხულო სკოლა გაიხსნება ბათუმში 2024 წლის 29 ივლისს და გაგრძელდება 2 აგვისტომდე. სკოლას წარუძღვება ჟან მონეს კათედრის ხელმძღვანელი პროფ. სოლომონ მენაბდიშვილი.
ლექციები ჩატარდება 10:00 საათიდან 15:00 საათამდე.
საზაფხულო სკოლის ფარგლებში განხილული იქნება ევროკავშირის კონკურენციის სამართლის შემდეგი საკითხები: კონკურენციის სამართალის წარმოშობა, მისი მიზნები, ეკონომიკური აგენტების შეთანხმებული მოქმედებები (კარტელები), კარტელის პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების პირობები, ეკონომიკური აგენტების მიერ დომინანტური მდგომარეობის ფლობა, დომინანტური პოზიციის ბოროტად გამოყენება, კონცენტრაციები, სახელმწიფო დახმარებები, ინტელექტუალური საკუთრების მიმართება კონკურენციის სამართალთან, კონკურენციის სააგენტოს უფლებამოსილება, ჯარიმები და სანქციები, თანამშრომლობის პროგრამა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.
ყველა განაცხადის წარდგენა უნდა განხორციელდეს არა უგვიანეს 2024 წლის 30 ივნისისა ვებგვერდზე მოცემული სარეგისტრაციო ფორმის მეშვეობით.
შევსებული ფორმა გადმოგზავნეთ შემდეგ მისამართზე - smenabdishvili@bsu.edu.ge სათაურის ველში მიუთითეთ „საზაფხულო სკოლა CEU”
მსმენელთა ნაწილი განვათსდება სტუდენტურ საცხოვრებელში.
ტრენინგ კურსთან დაკავშირებით ნებისმიერი შეკითხვით შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ჟან მონეს კათედრის „უფრო ახლოს ევროკაშირთან” ხელმძღვანელს პროფ. სოლომონ მენაბდიშვილს: smenabdishvili@bsu.edu.ge
დანართი
უკან |