ბსუ-ს რექტორის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნების გამოცხადების შესახებ

სურათი

 1. 2024 წლის 07 ივნისს გამოცხადდეს არჩევნები საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდეგში - ბსუ) რექტორის თანამდებობის 2024 წლის 20 ივლისიდან 4 წლის ვადით დასაკავებლად.

2. რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.

3.    ბსუ-ს რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატს მოეთხოვება:

ა) უმაღლესი განათლება (დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი);

ბ) 5 წლის სამუშაო გამოცდილება;

გ)  სამოქმედო გეგმის წარმოდგენა.

3. კანდიდატთა რეგისტრაცია იწარმოებს ბსუ–ს საარჩევნო კომისიაში (ქ. ბათუმი, ნინოშვილის ქ. N35, პირველი კორპუსი, პირველი სართული, ოთახი N14), 2024 წლის 08 ივლისიდან 12 ივლისის ჩათვლით,  10:00 სთ-დან 16:00 სთ-მდე.

4. კანდიდატმა დადგენილ ვადაში რეგისტრაციისათვის საარჩევნო კომისიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

ბ)  ფერადი ფოტო, ზომით ¾;

გ) ავტობიოგრაფია (СV);

დ) უმაღლესი განათლების (დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის) მიღების დამადასტურებელი დოკუმენტების სათანადო წესით დამოწმებული ასლი;

ე) სამოქმედო გეგმა;

ვ) ინფორმაცია შრომითი საქმიანობის შესახებ (დასაქმების ადგილიდან გაცემული ცნობა/დამოწმებული ამონაწერი შრომის წიგნაკიდან ან/და სხვა, კანონმდებლობითი დადგენილი წესით გაცემული ცნობა);

ზ) ცნობა ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ;

თ)  ცნობა ნასამართლეობის შესახებ   (მათ შორის  ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის/ნასამართლობის მოხსნისა ან გაქარწყლების შესახებ ინფორმაციის მითითებით, ასეთის არსებობის შემთხვევაში).

5. დადგენილ ვადაში რეგისტრირებულ კანდიდატთა მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და სამოქმედო გეგმების განხილვა აკადემიური საბჭოს მიერ დაიწყება 2024 წლის 19 ივლისს, 14:00 სთ-ზე.

6. ბსუ-ს რექტორის არჩევნები ჩატარდება 2024 წლის 19 ივლისს, 15:00 სთ-ზე.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა