ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბსუ-ს პერსონალისთვის აცხადებს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული „ერაზმუს+“-ის გაცვლითი პროგრამის კონკურსს ვიძემის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტისთვის (ლატვია) „საერთაშორისო კვირეული 2024“ -ში "Shaping Minds: The Intersection of Deep Tech and Modern Education " მონაწილეობის მისაღებად. კვირეული გაიმართება 2024 წლის 16-20 სექტემბერს.
კვირეულში მონაწილეობისთვის კანდიდატმა უნდა შესთავაზოს მიმღებ უნივერსიტეტს ლექცია, სემინარი ან ვორქშოპი;
მიმართულება - ტურიზმი;
ადგილების რაოდენობა - 2;
მოთხოვნილი ენა - ინგლისური B2.
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
· კანდიდატი უნდა იყოს ბსუ-ს აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალი/მოწვეული მასწავლებელი რომელიც არის ჩართული ბსუ-ს სასწავლო პროცესში არანაკლებ 3 წლისა;
· კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი.
საბუთები პერსონალისთვის:
- პირადობის მოწმობის/საერთაშორისო პასპორტის ასლი;
- ცნობა სამსახურიდან დაკავებული თანამდებობის თაობაზე (ქართულ ენაზე);
- უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი მიმღები უნივერსიტეტის მოთხოვნის შესაბამისად (უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის არქონის შემთხვევაში ტესტირებაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა დაწერონ განცხადება რექტორის სახელზე საქმისწარმოების ელექტრონული წარმოების eflow-ს ან info@bsu.edu.ge -ის მეშვეობით არაუგვიანეს 2024 წლის 10 ივნისისა)
- Europass CV (ინგლისურ ენაზე);
- კანდიდატის მიერ შემუშავებული აკადემიური/ადმინისტრაციული საქმიანობის გეგმა მიმღები უნივერსიტეტისთვის (ინგლისურ ენაზე);
კონკურსის ეტაპები პერსონალისთვის:
I ეტაპი
2024 წლის 05 ივნისიდან - 12 ივნისამდე (15:00 საათამდე)
საბუთების წარმოდგენა დადგენილი წესისა და ვადის შესაბამისად:
აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალისთვის: ელექტრონულ ბმულზე https://registration.bsu.ge/Registration-1.php და საქმისწარმოების ელექტრონული წარმოების eflow-ს მეშვეობით;
მოწვეული მასწავლებლებისთვის ელექტრონულ ბმულზე https://registration.bsu.ge/Registration-2.php და ელ.ფოსტაზე info@bsu.edu.ge
II ეტაპი
გასაუბრება - 2024 წლის 13 ივნისი
სტიპენდია პერსონალისთვის ითვალისწინებს მგზავრობისა და დღიური ხარჯების ანაზღაურებას.
არ ანაზღაურებს საერთაშორისო დაზღვევას.
არასრულად წარმოდგენილი საბუთები არ განიხილება!
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ შემდეგ ელმისამართზე: erasmus@bsu.edu.ge
უკან |