დაიწყო განაცხადების მიღება, კანდიდატთა შესარჩევად, საქართველოს ბანკის მიერ ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სასწავლო სტიპენდიის მოსაპოვებლად.
კონკურსის ვადები: საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენა - 2024 წლის 13 ივნისის ჩათვლით; სტიპენდიანტების შერჩევა - 2024 წლის 14 - 17 ივნისი; შედეგების გამოქვეყნება 2024 წლის 20 ივნისი. საქართველოს ბანკის სტიპენდია შეიძლება დაენიშნოს ბსუ-ს სტუდენტს, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:
- არის ბსუ-ს საბაკალავრო ან მედიცინის/სტომატოლოგიის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის ან დაწყებითი განათლების მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო - სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი (გარდა პირველი და დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტისა);
- სტუდენტის სასწავლო ბარათის მიხედვით სასწავლო კურსების შეფასებები - მიღებული ქულები, ,,საშუალო შეწონილი’’ ფორმულით, აქვს 91 ან მეტი და წინა სემესტრში ათვისებული აქვს არანაკლებ 25 კრედიტი.
- საქართველოს ბანკის სტიპენდიის მიღების პერიოდში (მიმდინარე სემესტრში) არ უნდა იღებდეს სხვა სტიპენდიას ბსუ-ში, გარდა სახელმწიფო სტიპენდიისა;
- არ ფლობს 100%-იან სასწავლო გრანტს ან მისი სწავლის საფასური 100%-ით არ ფინანსდება რომელიმე სხვა წყაროდან;
- სასურველია ჰქონდეს სამეცნიერო აქტივობა (გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომი შესაბამის სპეციალობაში ან არის სამეცნიერო ან სასწავლო კონფერენციების, სემინარების, სიმპოზიუმების და ა.შ. მონაწილე და აქვს მაღალი მიღწევები).
დეტალური ინფორმაციისთვის და განაცხადის შევსებისთვის იხილეთ: ბრძანება 1; დანართი 1
დანართი 1ბრძანება
უკან |